Friday, July 18, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს.გადავხედეთ ფასილიტაციის მასალების ნიმუშებს, გადავათვალიერეთ ჩვენი გეგმები და ვისწავლეთ ატვირთვა ბლოგზე. დავალებად გვაქვს მოვაწესრიგოთ ჩვენი პორტფოლიო და მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის.
Thursday, July 17, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღე იყო საინტერესო და მეტად დატვირთული. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე და გავეცანით შეფასების რუბრიკებს.ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევასწოროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანით შეფასების დაგეგმას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის,რომელიც სახლში უნდა დავამთავროთ. შევქმენით შეფასების რუბრიკები.
Saturday, July 5, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე იყო საინტერესოო.ავტვირთეთ მოსწავლის ნამუშევარი ბლოგებზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და დიზაინის შეცვლა. აგრეთვე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა და გავეცანით საავტორო უფლებებს..
Friday, July 4, 2014
Thursday, July 3, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს გადავხედათ წინა ნასწავლ მასალას.წავიკითხეთ დავალება მიზნები და ამოცანები,მიღირეთ რეკომენდაციები.ვისწავლეთ როგორ დავწეროთ საკვანძო შეკითხვები და განვიხილეთ. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
- როგორია ადამიანის ყოველდღიური რაციონი
თემატური შეკითხვები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის
- რა ემართება ჩვენს ორგანიზმს თუ ხშირად არაჯანსაღი საკვებით ვიკვებებით
- რომელი საკვები, ხილი,ბოსტნეული და ა.შ არის ჯანსაღი?
შინაარსობრივი კითხვები
- ვიკვებებით თუ არა ჯანსარი საკვებით?
პროექტის მიზანი და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
- ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციის შესწავლას.
- საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევას,კითხვების დასმა თანატოლებთან და სკოლის მოსწავლეებთან.
- კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას
მონაცემების ანალიზისა და კვლევის შედეგების მნიშვნელობის
ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ გაარჩიონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. გაიგონ უფრო მეტი ,,fast food"-ების შესახებ, თუ რამდენად ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის. ინფორმაცია მოიპოვონ უცხოურ ვებ-გვერდებზე და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას უცხოურ ენაზე , თავიანთ თანატოლებთან ან სკოლის მოსწავლეებთან საკვების შესახებ.შემდეგ შეიმუშავებენ სპეციალურ ელექტრონულ ცხრილს მონაცემების დასახარისხებლად ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ. პრეზენტაციას წარუდგენენ სკოლას ინგლისურ ენაზე ( თარგმანსაც გაუკეთებენ ქართულ ენაზე).
ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება,კრიტიკული აზროვნება , შემოქმედებითობა და კომუნიკაცია უცხოურ ენაზე.
ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება,კრიტიკული აზროვნება , შემოქმედებითობა და კომუნიკაცია უცხოურ ენაზე.
მესამე დღის რეფლექსია
საინტერესო დღე იყო,ბევრი რამ ვისწავლე. დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი პროექტის იდეა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.
მივიღეთ დავალება მოვიფიქროთ მიმარტულების მიმცემი საკვანძო ტიპის შეკითხვები.აგრეთვე,ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები და ამოცანები.
Saturday, June 28, 2014
ჩემი პროექტის იდეა
დღევანდელობიდან გამომდინარე აქტუალური თემაა ჯანსაღი საკვები, რადგან არის ბევრი გენმოდიფიცირებული. მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ჯანსაღი საკვების შესახებ უცხოურ ვებ- გვერდზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და იმსჯელებენ რომელი არის ჯანსაღი საკვები და რა საკვები არის ზიანის გამომწვევი.
მოსწავლეები გამოიყენებენ სპეციალურ ელექტრონულ ცხრილს მონაცემების დასახარისხებლად ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ და ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ზიანის მომტანი საკვების აღმოსაფხვრელად.გამოუშვებენ ელექტრონულ კედლის გაზეთს ამის შესახებ ინგლისურ ენაზე. ჯგუფებად წარმოადგენენ პრეზენტაციას და გამოიყენებენ ლექსიკურ მარაგს...
Friday, June 27, 2014
პროექტით სწავლება
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანით ერთმანეთს,გავიგეთ თუ რა არის ინტელი და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. ეს კურსი ისახავს მიზანს მოსწავლეს განუვითაროს მაღალი სააზროვნო დონეები, რასაც ხელს შეუწყობს პროექტებით სწავლება. ჩემი აზრით, პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.შევქმენით ახალი ბლოგი და და გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიო. ვისწავლეთ პროექტის დაგეგმის ეტაპები.
Subscribe to:
Posts (Atom)