Saturday, June 28, 2014

ჩემი პროექტის იდეა

                                               


          დღევანდელობიდან გამომდინარე აქტუალური თემაა ჯანსაღი საკვები, რადგან არის ბევრი გენმოდიფიცირებული.  მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ჯანსაღი საკვების შესახებ უცხოურ ვებ- გვერდზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და იმსჯელებენ რომელი არის ჯანსაღი საკვები და რა საკვები არის  ზიანის გამომწვევი.
              მოსწავლეები გამოიყენებენ სპეციალურ ელექტრონულ ცხრილს მონაცემების დასახარისხებლად  ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ და  ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს  ზიანის მომტანი საკვების აღმოსაფხვრელად.გამოუშვებენ ელექტრონულ  კედლის გაზეთს ამის შესახებ ინგლისურ ენაზე. ჯგუფებად წარმოადგენენ პრეზენტაციას და გამოიყენებენ ლექსიკურ მარაგს...

Friday, June 27, 2014

                                    პროექტით სწავლება


პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთს,გავიგეთ თუ რა არის ინტელი და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. ეს კურსი ისახავს მიზანს მოსწავლეს განუვითაროს მაღალი სააზროვნო დონეები, რასაც ხელს  შეუწყობს პროექტებით სწავლება. ჩემი აზრით, პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.შევქმენით ახალი ბლოგი და და გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ პორტფოლიო.  ვისწავლეთ პროექტის  დაგეგმის ეტაპები.