Friday, July 18, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით დიფერენცირებული  სწავლების ნიმუშებს.გადავხედეთ ფასილიტაციის მასალების ნიმუშებს, გადავათვალიერეთ ჩვენი გეგმები და ვისწავლეთ ატვირთვა ბლოგზე. დავალებად გვაქვს მოვაწესრიგოთ ჩვენი პორტფოლიო და მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღე იყო საინტერესო და მეტად დატვირთული. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე და გავეცანით შეფასების რუბრიკებს.ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია  შევასწოროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანით შეფასების დაგეგმას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის,რომელიც სახლში უნდა დავამთავროთ.  შევქმენით შეფასების რუბრიკები.
     

Saturday, July 5, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე იყო საინტერესოო.ავტვირთეთ მოსწავლის ნამუშევარი ბლოგებზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და დიზაინის შეცვლა. აგრეთვე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა და გავეცანით საავტორო უფლებებს..

მოსწავლის ნამუშევარი

Friday, July 4, 2014

     

             მეხუთე დღის რეფლექსია

     დღეს გავიმეორეთ პრეზენტაციის ატვირთვა. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები და განვათავსეთ გეგმის შაბლონში,შემდეგ კი პრეზენტაციაში.
     აგრეთვე შევისწავლეთ უკვე გამოქვეყნებული პრეზენტაციის რედაქტირება.

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გადავხედათ წინა ნასწავლ მასალას.წავიკითხეთ დავალება მიზნები და ამოცანები,მიღირეთ რეკომენდაციები.ვისწავლეთ როგორ დავწეროთ საკვანძო შეკითხვები და განვიხილეთ. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

       ზოგადი შეკითხვა

  • როგორია ადამიანის ყოველდღიური რაციონი


     თემატური შეკითხვები

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის

  • რა ემართება ჩვენს ორგანიზმს თუ ხშირად არაჯანსაღი საკვებით ვიკვებებით

  •    რომელი   საკვები, ხილი,ბოსტნეული და ა.შ არის  ჯანსაღი?


    შინაარსობრივი კითხვები

  •   ვიკვებებით თუ არა ჯანსარი საკვებით?  



                პროექტის მიზანი და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:

  •      ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
  • ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციის შესწავლას.
  • საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევას,კითხვების დასმა თანატოლებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

  • კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას მონაცემების ანალიზისა და კვლევის შედეგების მნიშვნელობის  

    ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ  გაარჩიონ ჯანსაღი და  არაჯანსაღი საკვები. გაიგონ უფრო მეტი ,,fast food"-ების შესახებ, თუ რამდენად ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის. ინფორმაცია მოიპოვონ უცხოურ ვებ-გვერდებზე და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
   პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას უცხოურ ენაზე , თავიანთ თანატოლებთან ან სკოლის მოსწავლეებთან საკვების შესახებ.შემდეგ შეიმუშავებენ სპეციალურ ელექტრონულ ცხრილს მონაცემების დასახარისხებლად ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ.  პრეზენტაციას წარუდგენენ სკოლას ინგლისურ ენაზე ( თარგმანსაც გაუკეთებენ ქართულ ენაზე).
    ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება,კრიტიკული აზროვნება , შემოქმედებითობა და კომუნიკაცია უცხოურ ენაზე.

    

                       მესამე დღის რეფლექსია


    საინტერესო დღე იყო,ბევრი რამ ვისწავლე. დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი პროექტის იდეა და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.
     მივიღეთ დავალება მოვიფიქროთ მიმარტულების მიმცემი საკვანძო ტიპის შეკითხვები.აგრეთვე,ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები და ამოცანები.